დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში ძაღლის გასეირნება საბელითა ან ალიკაპით სავალდებულო გახდა

თბილისში ძაღლის გასეირნება საბელითა ან ალიკაპით სავალდებულო გახდა

24-11-2023 13:20:43

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლების და კატების მოვლა-პატრონობის შესახებ საკრებულოს ბრძანებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე 21 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ბრძანების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული კოდექსით 150 ლარის ოდენობით ჯარიმაა გათვალისწინებული.

„ძაღლის ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ნებადართულია საბლით ან ალიკაპით (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა). ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ საბლით და ალიკაპით, ან სპეციალური კონტეინერით“, - ნათქვამია საკრებულოს განახლებულ ბრძანებაში.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივნისში პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში ჯარიმები გაიზარდა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები