დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა

თბილისში ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა

22-10-2024 14:10:00

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალის მონაწილეები დააჯილდოვეს.

შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს ჯილდოები და სიგელები დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გადასცეს.  

ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი, თბილისის მერიის დაფინანსებით და დედაქალაქის საკრებულოს   მხარდაჭერით უკვე მესამედ ტარდება და მიზნად არასახელმწიფო დაფინანსებაზე  მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობას ისახავს. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები  ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი, ლოტბარი დავით ცინცაძე და ანსამბლ ,,საგალობელის“ ხელმძღვანელი, ლოტბარი   მაია მიქაბერიძე არიან.

როგორც ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა,  თბილისი არის მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ფოლკლორული ანსამბლები კვლავ მონაწილეობენ.


კახა ლაბუჩიძის თქმით, წელს მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილია, ხოლო ორი წლის მანძილზე ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობა 1000- ზე მეტმა მუსიკოს - შემსრულებელმა მიიღო.


ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულ მუსიკაში შეტანილი წვლილისთვის ცხრა ფოლკლორული ანსამბლი, მათ შორის აზერბაიჯანული და სომხური ანსამბლები დააჯილდოვეს.   
 

ფესტივალის მონაწილეების წლევანდელ დაჯილდოებას, რომელსაც ეთნომუსიკოლოგი გია ბაღაშვილი უძღვებოდა, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრეა ბასილაია, საკრებულოს, მერიის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ასევე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ელჩები ესწრებოდნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები