თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ATU Duty Free-ის განახლებული მაღაზია გაიხსნა.
ახალი მაღაზია მგზავრებს კომფორტულ გარემოში შოპინგის პრივილეგირებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. განახლებულ Duty Free-ში მსოფლიოს 80-მდე პრემიუმ ბრენდს ახალი ბრენდების პროდუქციაც დაემატა.
ATU Duty Free-ის ოპერირებაშია ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ზონაში მდებარე ქართული ღვინის მაღაზია, რომელიც მგზავრებს ადგილობრივი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ქართული ღვინის მაღაზიაში წარმოდგენილია 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია, მათ შორის ღვინო, საკვები და სუვენირები.
სამგზავრო საცალო ვაჭრობის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ATU Duty Free მომხმარებელს უბაჟო ვაჭრობის მომსახურებას 3 კონტინენტზე, 6 ქვეყნის 20 აეროპორტსა და 1 საკრუიზო პორტში, 110-ზე მეტ მაღაზიაში სთავაზობს. ATU ახორციელებს Old Bazaar კონცეფციის მაღაზიებისა და 20-ზე მეტი ბრენდული ბუტიკი-მაღაზიის ოპერირებას სტამბოლის აეროპორტში, ასევე ოპერირებს გალათაპორტ სტამბულის საკრუიზო პორტის უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში.
კომპანია წარმოდგენილია:საქართველოში – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში;
თურქეთში – ანკარას, იზმირის, ალანიისა და ბოდრუმის აეროპორტებში; მაკედონიაში – სკოპიესა და ოჰრიდის აეროპორტებში;
ტუნისში – ენფიდას, მონასტირის, კართაგენის, ჯერბას, სიფაქსის, ტოზეურისა და ტაბარკას აეროპორტებში;
ლატვიაში – რიგის აეროპორტში;
ომანში – სალალაჰის აეროპორტში.
TAV Airports-თან და Unifree Duty Free/Gebr.Heinemann-თან პარტნიორობით დაფუძნებული ATU Duty Free მგზავრებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების 50 000 დასახელების პროდუქტს სთავაზობს.
უახლესი
10 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე12 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა12 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს