დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა

თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა

10-10-2024 10:20:00

„თბილღვინომ“ ქართულ ბაზარზე წარადგინა სრულიად ახალი, პრემიალური ღვინოების კოლექცია, რომელმაც ქართველი და უცხოელი ღვინის წამყვანი ექსპერტების დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა.

ამ კოლექციის წარდგენა, თბილისის პრეზენტაციამდე ერთი კვირით ადრე - რომელიც "Radisson RED Tbilisi"-ში გაიმართა - წარმატებით განხორციელდა ლონდონში.

„ახალი კოლექცია წარმოადგენს ე.წ. “Fine wine”-ის კატეგორიას, რომლის ინსპირაციაც იყო ქართული ენდემური ღვინის ჯიში საფერავის და უნიკალური ქვევრის ღვინოების ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი მსოფლიოს მასშტაბით.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ამ უნიკალური გასტრონომიული ღვინოების დაგემოვნება შეგეძლებათ სულ მალე, საქართველოს რესტორნებსა და სპეციალიზირებულ ღვინის ბარებში“,- აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები