მჭიდრო ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას და სავაჭრო სტრატეგიების რეფორმირებას ცენტრალურ აზიასა და მეზობელ რეგიონებში შეუძლია ვაჭრობითა და ღირებულებათა ჯაჭვით გამოწვეული ნახშირბადის კვალის შემცირება — რაც წარმოადგენს ემისიების მზარდ წყაროს მსოფლიოში წარმოების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე ენერგო-ინტენსიურ რეგიონში — განაცხადეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ოფიციალურმა პირებმა ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში.
„ADB-ის მიერ მხარდაჭერილი ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის ფარგლებში, სტრატეგიების და სტანდარტების ჰარმონიზებას შეუძლია ხელი შეუწყოს ვაჭრობის ზრდას და ამავე დროს მომარაგების ჯაჭვების მიერ ნაკლები ნახშირბადის გამოყოფას, ასევე მათი მედეგობის გაუმჯობესებას," განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა.
უახლესი