სურვილი და მიზანი არის, - ამის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნინო ჯელაძემ დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაინტერესდა როგორია მისი ხედვები და არის თუ არა შესაძლებლობა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით.
ნინო ჯელაძე ფიქრობს, რომ საკითხი საკმაოდ კომპლექსურია და მას დიდი ანალიზი და კვლევები სჭირდება.
„ამაზე სებ-ი აქტიურად ფიქრობს. თუმცა არის კომპლექსური საკითხი, რომელიც საჭიროებს კვლევას და რა თქმა უნდა გეგმაში და მიზანში არის პროცენტებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების შემუშავება. თუმცა ახლა რთულია ამაზე პასუხის გაცემა, რადგანაც საჭიროებს სიღრმისეულ კვლევას და ბევრი დეპარტამენტის და საბჭოს წევრების ჩართულობას. თუმცა რა თქმა უნდა სურვილი და მიზანი არის“, - განაცხადა ნინო ჯელაძემ.
სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა საბჭოს წევრების შესაძლო რაოდენობის ზრდის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა იქნება და ისე იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
„გარდა ამისა აქტუალური საკითხებია და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ვირტუალური აქტივების პროვაიდერების კუთხით ფულის გათეთრების პრევენცია და დაზღვევა. ამ მიმართულებითაც გაქვს აქტიური მოლაპარაკებები და შეხვედრები ევროკავშირის სხვადასხვა საფინანსო უწყებებთან, რომელთანაც ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ თანამშრომლობა და შესაბამისად ის ინოვაციები და ის რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით დავნერგოთ საქართველოში და გავაგრძელოთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა“, - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.
მისივე განმარტებით, სებ-ი აქტიურად მუშაობს საფინანსო სექტორში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით.
„მინდა აღვნიშნო რომ საქართველოს და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სებ-ის ნაწილში ნაკისრი ვალდებულებების უდიდესი ნაწილი შესრულებულია. სებ-ი განაგრძობს დინამიური აპროფსიკაციის პროცესს ევრო დირექტივებთან და ევროსტანდარტებთან. ამ მიზნით, ჩვენ მუდმივად მონიტორინგს ვუწევთ ევროკავშირის კანონმდებლობაში ცვლილებებს. მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით და სამუშაო რეჟიმში განვიხილავთ, ვახდენთ მათ ადაპტაციას და შესაბამის რეგულაციებში ასახვას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სებ-ი აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ვმუშაობთ ევროპის ცენტრალურ ბანკთან სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით საბანკო ზედამხედველობის კუთხით, ასევე ფულის გათეთრების პრევენციის კუთხით. მუდმივად გაქვს სამუშაო შეხვედრები, სადაც განვიხილავთ მიმდინარე რეფორმებს, როგორც მათთან ასევე ჩვენთან.
გარდა ამისა აქტუალური საკითხებია და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ვირტუალური აქტივების პროვაიდერების კუთხით ფულის გათეთრების პრევენცია და დაზღვევა. ამ მიმართულებითაც გაქვს აქტიური მოლაპარაკებები და შეხვედრები ევროკავშირის სხვადასხვა საფინანსო უწყებებთან, რომელთანაც ვაპირებთ, რომ გავაღრმაოთ თანამშრომლობა და შესაბამისად ის ინოვაციები და ის რეგულაციები, რომლებიც მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით დავნერგოთ საქართველოში და გავაგრძელოთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა“, - აღნიშნა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა.
უახლესი
8 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება9 საათის წინ
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა