მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7026.7
-0.0022
flag
AZN 1.617
0.0002
flag
CNY 37.729
0.0007
flag
EUR 3.1224
-0.0076
flag
GBP 3.6597
0.0005
flag
KZT 53.42
0.0024
flag
TRY 0.0716
-0.0001
flag
USD 2.7496
0.0004

ევროპარლმენტის რეზოლუცია ქართულ სახელმწიფოსთან ბრძოლის ერთ-ერთი გზაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე გადის - ლადო პაპავა

news image

სამწუხაროდ ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევა ქართულ სახელმწიფოზე და არ ითვალისწინებს ეუთო ოდირის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები პრაქტიკულად ლეგიტიმურად უნდა ჩაითვალოს, - ასეთ შეფასებას აკეთებს აკადემიკოსი ლადო პაპავა ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციაზე. პაპავა მიიჩნევს, რომ ის დასკვნები, რაც კეთდება ბრიუსელიდან არის მიკერძოებული. აკადემიკოსის აზრით, მიმდინარე რეზოლუცია არის ასევე შეტევა ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტზე, ქვეყნის ეროვნულ ბანკზე და მის ხელმძღვანელზე.

 

„ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია ეს არის ფართომასშტაბიანი შეტევა საქართველოს სახელმწიფოზე. სამწუხაროდ ის არ ითვალისწინებს ეუთოს შედეგებს, რომელმაც პრაქტიკულად აღიარა საქართველოში არჩევნები და რადგანაც არ აღიარებს ამას, აქედან გამომდინარე კეთდება შესაბამისი დასკვნებიც. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის და მისი ხელმძღვანელის მოხვედრას ამ რეზოლუციაში, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. თუნდაც იმიტომ, რომ სებ-ი როგორც იქნა წელში გაიმართა და იქნა არჩეული ეროვნული ბანკის საბჭო. სებ-ის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ მილოცვები მიიღო სხვადასხვა წარმომადგენლობებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის მილოცვა, რომელიც მან მიიღო პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, რომელიც გამოთქვამს მზაობას, რომ საქართველოსთან გააგრძელოს საქმიანობა. ამ ფონზე სებ-ის და მისი ხელმძღვანელის გათვალისწინება და არა მარტო მისი, იქ ბევრი ისეთი გვარიცაა, აბსოლუტურად გაუგებარია რატომ მოხვდნენ, ეს არის პრაქტიკულად კომპლექსური შეტევა ქართულ სახელმწიფოზე. სამწუხაროა და თან გაუგებარი“, - ამბობს ლადო პაპავა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუცია, რომელიც მიღებულია ევროპარლამენტის მიერ უკვე არის ზეწოლა ქვეყნის ეკონომიკაზეც და მის ვალუტაზეც.

 

„მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაიმე ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც მოასწავებს თუნდაც ლარის უარყოფით ტენდენციებს, ან ეკონომიკურ პრობლემებს - ასეთი ფუნდამენტური პრობლემები არ არსებობს. რაც სირთულეებია შექმნილი საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით ლართან მიმართებაში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის შედეგი. ეჭვი არ მეპარება, რომ ის გვარები რომელიც შეტანილია რეზოლუციაში არის საქართველოდან გაგზავნილი და ერთ-ერთი გზა, ებრძოლონ ქართულ სახელმწიფოს გადის მის ეროვნულ ვალუტაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ყველა უნდა გაუფრთხილდეს ეროვნულ ვალუტას - ლარს, იმიტომ, რომ ის არ ეკუთვნის რომელიმე მთავრობას, რომელიმე ცენტრალურ ბანკს. ის ეკუთვნის სრულიად საქართველოს და ყველამ უნდა იზრუნოს მის სტაბილურობაზე“, - აცხადებს პაპავა.

 

აკადემიკოსი აცხადებს, რომ პრობლემა იმაშია, რომ მოსახეობისთვის დღეს ყველაზე მგრძნობადი და სენტიტიური ლარის გაცვლითი კურსია.

 

„და აქედან გაომდინარე, როცა ბრძოლა აროს ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე ისეთ სტრმეტად გაითვალისწინება ის, რომ ლარი იყოს არასტაბილური და იყოს გაიფასურებული. რაც მათი აზრით მისცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ იყვნენ წარმატებულები ხელისუფლებასთან ბრძოლაში. და ვერ ვხვდებან, რომ ბრძოლა ხელისუფლებასთან კი არ იქნება, ეს იქნება ბრძოლა ქვეყანასთან. ხაზს ვუსვამ, რომ ლარი არის ყველასი. ეს არის ქვეყნის ეროვნული ვალუტა და მას უნდა გაფრთხილდეს ყველა“, - აცხადებს ლადო პაპავა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა