ვეხმაურებით ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს სანქციები დაუწესონ ქართველ ბიზნესმენებსა და მაღალი თანამდებობის პირებს. მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.
პირველ რიგში, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ევროპარლამენტის აღნიშნული რეზოლუცია (სხვა ასეთი შინაარსის რეზოლუციების მსგავსად) მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მიუხედავად ამისა, დღევანდელ რეზოლუციაში ევროპარლამენტის მოწოდება, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითად მიგვაჩნია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან. სამწუხაროა, რომ ეს ძალები, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სამწუხაროდ, გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველოს ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ სტაბილური, ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი, ეკონომიკური ზრდა კი ძლიერია. სებ-ის მონეტარულმა პოლიტიკამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა რეგულატორის ზედამხედველობითა და ხელშეწყობით ჯანსაღი და გამჭვირვალეა. ბანკები განუხრელად იცავენ მაღალ სტანდარტებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან მიმართებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სებ-ის ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრორეგულაციებთან დაახლოების კუთხით.
შესაბამისად, ყველა მცდელობა, მოხდეს დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე ზეწოლა, ასევე, სებ-ის ან საბანკო სექტორის დისკრედიტაცია მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი და მდგრადი ინსტიტუტი, ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონებით დაკისრებული მანდატის ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობაზე მტკიცედ ზრუნვას.
უახლესი
4 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება6 საათის წინ
პეკინის გამზირზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა