მკითხველების საყვარელი საშემოდგომო დღესასწაული კარს მოგვადგა: თბილისის წიგნების დღეები 15-17 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში იმართება!
ამ დროს ყველა სულმოუთქმელად ელოდება სიახლეებსა და ფასდაკლებებს. თუ როგორია ახალგაზრდამკითხველების საფესტივალო ტრადიციები, ვის უნდა გავსაუბრებოდით, თუ არა გადაცემა “წიგნების თაროს” მონაწილეებს.
მე-12 სტუდენტური სეზონის მონაწილე გუნდის “კარიატიდა” წევრები – მარიამ ჯანუაშვილი, ლუკა მირგატიადა ნიკა ბერიძე გვიზიარებენ თავიანთ საფესტივალო განწყობებს:
ახალი თარგმანი, რომელსაც ყველაზე მეტად ელოდები
ნიკა: დონა ტარტის “ჩიტბატონა”
მარიამი: სიმონ დე ბოვუარის “მეორე სქესი
ლუკა: ფერნანდა მელჩორის “პარადაისი”
წიგნების სერია, რომლის სიახლესაც ყოველთვის განსაკუთრებით ელოდები?
ნიკა: ლიტოდისეა
ლუკა: დიოგენეს ბიბლიოთეკა
მარიამი: გამომცემლობა პოლინომიალის წიგნები
რომელი ქართველი ავტორის წიგნის შეძენას აპირებ ამ ფესტივალზე?
მარიამი: მედეა ზაალიშვილი
ლუკა: აკა მორჩილაძე
ნიკა: ივა ფეზუაშვილი
საყვარელი წიგნი, რომელიც სწორედ წიგნის ფესტივალზე აღმოაჩინე
ნიკა: რეიმონდ კარვერის “რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ ხოლმე”
მარიამი: ბ.ფ. სკინერის “უოლდენ ორი”
ლუკა: ჰანა არენდტის “აიხმანი იერუსალიმში”
როგორც განათლებისა და შემეცნების ერთგული მხარდამჭერი, საქართველოს ბანკი წელსაც ფესტივალისპარტნიორია, რათა ყველა ასაკის მკითხველს მიეცეს შესაძლებლობა, განათლების გზაზე არ გაჩერდეს. ამიტომ ადგილზე სხვადასხვა შეთავაზება დაგხვდებათ: PLUS ბარათით გადახდისას 30-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებთ (მაქს. 10 000 PLUS), ანალოგიური პირობებით ისარგებლებენ სტუდენტური ბარათის მფლობელები, sCool Card-ით გადახდისას კი 30%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარი) დაგიბრუნდებათ. ამისათვის კი აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ში გააქტიურება.
უახლესი