სტამბულმა მიმდინარე წლის ივლისში 1 1873 097 უცხოელი ტურისტი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6 პროცენტით მეტია. რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.
სტამბულის კულტურისა და ტურიზმის რეგიონალური დეპარტამენტის ინფორმაციით, მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქალაქს 9 776 635 უცხოელი ტურისტი ეწვია.
ამასთან, ივლისში სტამბულში საჰაერო გზით ჩასულმა ტურისტების რაოდენობამ 1 823 416 ადამიანი შეადგინა, საზღვაო გზით- 49 681.
საჰაერო გზით ჩამოსული ტურისტების 71,53 პროცენტი ქალაქში სტამბულის აეროპორტიდან ჩავიდა, ხოლო 28,38% საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან.
სტამბულში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩავიდა - 185 636 ადამიანი.
მას მოსდევს გერმანია - 135,568 ადამიანი, საუდის არაბეთი - 134,096, აშშ - 105,041, ირანი - 97,352, საფრანგეთი - 69,263, დიდი ბრიტანეთი - 69,006, ერაყი - 51,257, ქუვეითი - 45,854, 4543, ისრაელი - 45,854, 27 ნიდერლანდები.
უახლესი