დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სს "მობაილ ფაინენს სერვის - ჯორჯია" - ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

სს "მობაილ ფაინენს სერვის - ჯორჯია" - ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა

12-12-2023 15:06:40

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განკარგულებით, სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:


ფიზიკური პირების შემთხვევაში:
 

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  2. სს "მობაილ ფაინენს სერვის - ჯორჯია"-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

 

იურიდიული პირების შემთხვევაში:
 

  1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
  2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
  3. სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია

 

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1 (სს "მობაილ ფაინენს სერვის-ჯორჯია"-ს ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები