სომხეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
დოკუმენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააფორმეს.
ხელმოწერის ცერემონია ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა ურთიერთობების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
„ჩვენ ვქმნით აშშ-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავაფართოვოთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში: ეკონომიკაში, უსაფრთხოებასა და თავდაცვაში, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საკითხებში“, - განაცხადა ბლინკენმა.
ბლინკენის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს უფრო მდგრადი, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დამოუკიდებელი სამხრეთ კავკასიის შექმნას.
„სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია მტკიცე საფუძველს უქმნის ჩვენს თანამშრომლობას და მას უფრო ამბიციურს ხდის. დოკუმენტი მოიცავს მრავალ სფეროს, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალტექნოლოგიების განვითარებას და ხალხთაშორისი კონტაქტების გაფართოებას“, - აღნიშნა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.
უახლესი
20 წუთის წინ
როგორ გამოვიმუშაოთ Roamingo-ს უფასო ინტერნეტი16 საათის წინ
როგორია საქპატენტის და ბიზნესის თანამშრომლობა17 საათის წინ
2025 წელს წარმოების ზრდას ვგეგმავთ - ,,ჩაროზი"