შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 3,5კმ. სიგრძის მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო. პროექტის ფარგლებში ასევე ხელოვნური და დამცავი ნაგებობები აშენდა.
აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 2 მლნ ლარია.
როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია განმარტებული, აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობის არის და გომარდულის საკურორტო ზონას, ბარათაულის თემს, სოფელ სხეფსა და თერნალს უკავშირდება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა