მოქალაქეები იღებენ ყალბ შეტყობინებებს საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს.
"აღნიშნული დოკუმენტები მოქალაქეებს ძირითადად მათ კუთვნილ სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, WhatsApp ) ეგზავნებათ და სხვადასხვა სახის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიების თავიდან არიდების მცდელობას შეეხება.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში, სასწრაფოდ დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს 2 299-299.
აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება,"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა