დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

„შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

10-10-2024 13:37:00

შემომეჭამასისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველიფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესიხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედამგვარი მიდგომით მიაღწიაშემომეჭამამიმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი.

შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტური იერია, თითქოს სასადილოსგანწყობა იგრძნობაზოგს ჰგონია, წარსულს მივტირით, არადა მხოლოდ გაშარჟება დადაცინვაა. დღემდე იუმორით ვუდგებით ამ ყველაფერს“,აღნიშნავს ოთო მგალობლიშვილი

ამის მიღმა კიშემომეჭამასკონცეფცია ღია სამზარეულოს პრინციპზეა აგებული. თითოეულ ობიექტში ისეასივრცე განაწილებული, რომ მომხმარებლები ხედავენ, რა ხდება სამზარეულოში. ასე მეტი ნდობა ჩნდება: ჩვენი მიდგომაა, მომხმარებელს მივცეთ ის, რასაც იმსახურებს. როცა ადამიანი ფულს იხდის, მხოლოდ მაღალი ხარისხის, გემრიელი პროდუქცია უნდა მიაწოდო“.

საინტერესოა, რომშემომეჭამასსამზარეულოში პროფესიონალი მზარეულები არ მუშაობენ. სანაცვლოდ, დიასახლისები უფრო არიან, რომელთაც პროფესიული გამოცდილება არ აქვთ. საკვებიც ასეთიაყველაფერიხელით მზადდება, ცომი ხელით იზილება და ბრტყელდება. ამიტომაცაა, რომ სიმყუდროვე და სითბოშემომეჭამასთვისგანუყოფელი ცნებებია. თუკი მომხმარებელს რაიმე არ მოეწონა, აუცილებლად ახლიდანუმზადებენ კერძს და ცდილობენ, ისე კომფორტულად აგრძნობინონ თავი, როგორც სახლში. ვცდილობთ, მეგობრულად ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებთან, რადგან გვესმის, რომ მათ გარეშე ვერვიარსებებდით. ასე ვთქვათ, ერთმანეთს ვაცოცხლებთ“.

რა თქმა უნდა, „შემომეჭამასგანვითარება სწორხაზოვანი არ ყოფილა, არამედ დროთა განმავლობაშიგარკვეული გამოწვევები იჩენდა თავს. მათ შორისაა პანდემიის პერიოდი, როდესაც ახლად გახსნილიობიექტის დახურვა მოუწიათ დროებით, მაგრამ პირველ ფილიალს არცერთი დღით არ შეუწყვიტავს მუშაობა. მიტანის სერვისზე ვმუშაობდით, რადგან მაშინ მხოლოდ ამის საშუალებას გვაძლევდაიმდროინდელი რეგულაციები და კანონი. არც თანამშრომლები გაგვიშვია, პირიქით, დავიმატეთდა მალევე ხელფასების გაზრდაც მოვახერხეთ“. 

რეალურად, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავებადაეხმარაკიდეცშემომეჭამასცნობადობის გაზრდაში. ასე ვთქვათ, სირთულეები სათავისოდ შემოატრიალეს და პროგრესის მუხტად აქციეს. უბრალოდ, როგორც ოთო აღნიშნავს, თავისი ბიზნესის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, თითქოს შვილსზრდის და უვლის. იმავენაირი ზრუნვა სჭირდება ყველას და ყველაფერს, თანამშრომლებიდაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული. ნერვიულობ, თან იმდენ რაღაცაზე ხარდამოკიდებულიჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია. სხვების სამსახური 9-დან 6-მდეგრაფიკში თუა მოქცეული, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. თან სულ გიწევსმომხმარებლებთან ურთიერთობანაწილი კმაყოფილია, ნაწილი უკმაყოფილოა, ვიღაცასდაუგვიანეს, ვიღაცისთვის ზედმეტად მარილიანია. როგორც ექიმი ზრუნავს ადამიანებისჯანმრთელობაზე, დაახლოებით ასეთივე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მუდმივად“.

საგულისხმოა, რომ განვითარების ამგვარ ტემპში უდიდესი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამ. „შემომეჭამასდაარსების დღიდანვე დაიწყო ამ ორი ბრენდის პარტნიორობა და დღემდე აქტიურადგრძელდება. ორი ბიზნეს სესხი გვაქვს აღებულიორივე შემთხვევაში საკმაოდ ოპერატიულადდა მარტივად გავიარეთ ეს პროცესი, ბევრი ბიუროკრატიული საფეხურის გავლის გარეშე. სწორედ თიბისის მხარდაჭერით გავხსენით მესამე ფილიალი, შემდეგ კიაწარმოე საქართველო“-სთან მოლაპარაკებაშიც დაგვეხმარნენ. ვფიქრობ, სამომავლო წინსვლაშიც ყოველთვისდაგვეხმარებიან“.

რაც შეეხება სახელს, არ უნდოდათ, ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული და სტანდარტული სახელწოდებაშეერჩიათ. კონცეფციიდან და ინტერიერის დიზაინიდა გამომდინარე, მიხვდნენ, რაღაც იუმორისტული ვერსიაუნდა შეერჩიათ. ამიტომაც, მოიწონესშემომეჭამა“ — თან ლამაზი და თან სახალისო სიტყვა

დღეისათვის კი ეს სახელი უკვე ოთხი ფილიალით ამაყობს. როგორც ოთო ამბობს, ამგვარ ზრდასთან ერთად, შრომისა და თავდადების დონემაც იმატა, რადგან ძალიან რთულია, 4 ობიექტში ისეთივე ხარისხისშენარჩუნება, როგორც ამას ერთი რესტორნის შემთხვევაში აკეთებ. ცნობილია, რომ რაოდენობაშიხარისხი იკარგება. ჩვენი მიზანიც ისაა, რომ გეგმები გავზარდოთ, მაგრამ ხარისხი უცვლელადშევინარჩუნოთ. ვფიქრობ, ჩვენს თაობაში რაღაც სტანდარტი დავაწესეთ გემოებში და გვსურს, ესსიმაღლე შევინარჩუნოთ“.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები