დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
შალვა პაპუაშვილის ინფორმაცით, პრემიერი პარლამენტს წლიური მოხსენებით სავარაუდოდ, 30 ივნისს მიმართავს

შალვა პაპუაშვილის ინფორმაცით, პრემიერი პარლამენტს წლიური მოხსენებით სავარაუდოდ, 30 ივნისს მიმართავს

01-06-2023 15:05:04

საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ,

„ანგარიში შემოვიდა პარლამენტში. ეს ანგარიში, როგორც ხდება ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, გადაეცემა ბიუროს. ბიურო ანაწილებს და გადასცემს ამ ანგარიშს საპარლამენტო სუბიექტებს, კომიტეტებს, ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს. იცით, რომ ორშაბათს, 17:00 სთ-ზე ბიუროს სხდომა არის ჩანიშნული. გამოვა ბიუროზე ეს საკითხი და გადაეცემა ყველა პოლიტიკურ ჯგუფს და კომიტეტს. არასდროს არაფერი დამალულა. სხვათა შორის, პარლამენტი გამორჩეულია გამჭვირვალობით და ინფორმაციის საჯაროობით, აქაც ზუსტად ასე იქნება. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გადაცემა, როცა პოლიტიკურ ჯგუფებს ექნებათ, შემდეგ მედიასაც ექნება წვდომა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენს აპარატს კონსულტაციები ჰქონდა უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან. ორი სასესიო კვირა გვაქვს დარჩენილი. მეორე სასესიო კვირაზე, დიდი ალბათობით, 30 ივნისს იქნება პრემიერის ანგარიში“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეხება ამ საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ „კაპრიზებით“ პარლამენტი არ მოქმედებს“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები