დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანია „მამედი“ თვითნებურად დადგენილი  მაღალი ტარიფის მომხმარებლისთვის დარიცხვის გამო 150 000 ლარით დააჯარიმა

სემეკმა გაზგამანაწილებელი კომპანია „მამედი“ თვითნებურად დადგენილი მაღალი ტარიფის მომხმარებლისთვის დარიცხვის გამო 150 000 ლარით დააჯარიმა

08-11-2023 14:29:11

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 150 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის შეუსაბამო ქვითრის წარდგენა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის, სემეკის მიერ დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე მეტი ღირებულებით დარიცხვა.

 სემეკის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „მამედი“ მომხმარებელს თვითნებურად არიცხავდა იმაზე მაღალ ტარიფს, ვიდრე სემეკის მიერ არის დადგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია დაჯარიმდა და დაევალა, მომხმარებლისთვის უკან დაებრუნებინა ზედმეტობით დარიცხული თანხები. თუმცა, შპს „მამედმა“ კვლავ გააგრძელა საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფზე მეტი ღირებულებით დარიცხვა.  

 საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „მამედს“ დაევალა სემეკის მიერ დადგენილ ზღვრულ ტარიფზე მეტად დარიცხული თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნდება და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის წარდგენა სემეკში.  

სემეკის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიის მიმართ გამოყენებული იქნება კანონით განსაზღვრული შესაბამისი სადამსჯელო სანქციები. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები