დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სმარტ ფინანსი 34,300 ლარით დააჯარიმა

სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სმარტ ფინანსი 34,300 ლარით დააჯარიმა

25-06-2024 17:20:00

სებ-მა "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სმარტ ფინანსი“ 34,300 ლარით დააჯარიმა.  სებ-ის ინფორმაციით, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 4 ფაქტის გამო - 2,000  ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 4 შემთხვევისათვის - სულ - 8,000 ლარის ოდენობით;

მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 2 (ორი) ფაქტის გამო - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 2 შემთხვევისათვის, სულ - 4,000 ლარი;

მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 3 ფაქტის გამო - 100 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 3  შემთხვევისათვის, სულ - 300 ლარი;

7კლიენტთან მიმართებაში მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ განუხორციელებია კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რისთვისაც ის დაჯარიმდა - 3,000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. დარღვევის 7 შემთხვევისათვის, სულ - 21,000 ლარი.

"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო - ჯამში 1,000 ლარის ოდენობით.

საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 34,300 (ოცდათოთხმეტი ათას სამასი) ლარის ოდენობით.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები