დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინაგრო“ დააჯარიმა

სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინაგრო“ დააჯარიმა

23-08-2024 09:16:00

სებ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინაგრო დააჯარიმა.

ირკვევა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის 2 შემთხვევის გამო - „მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 5 თებერვლის №16/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე - სულ - 4,000  ლარი;


საერთო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა - 4,000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები