დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის გადაწყვეტილების ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში გახდება თვალსაჩინო - ალექსანდრე ძნელაძე

სებ-ის გადაწყვეტილების ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში გახდება თვალსაჩინო - ალექსანდრე ძნელაძე

27-11-2024 18:36:00

დღეს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტებმა გადაწყვეტილება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სეხების ზღვარი 400 000 დან 500 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ეს საკითხები Business Insider Georgia-სთან საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ შეაფასა:

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სეხების ზღვარი 400 000 დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა. როგორ შეაფასებდით სების ამ გადაწყვეტილებას?

არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სეხების ზღვრის ზრდის სტრატეგია ეროვნული ბანკის მხრიდან უკვე ერთი წლის წინ გაჟღერდა, ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. 

საბანკო ასოციაციის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას მკვეთრი გავლენა დაკრედიტების საერთო დინამიკაზე არ უნდა ჰქონდეს; ჯერ ვითვლით შესაძლო ეფექტს და უფრო ზუსტი პასუხის გაცემას მას შემდეგ შევძლებთ, რაც ანალიზს დავასრულებთ.

სებ-ის განცახდებით, იმისთვის რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. რა გავლენა ექნება ამ გადაწყვეტილებას საბანკო ბაზარზე?

სარეზერვო ნორმის ზრდის შედეგად მოსალოდნელია, რომ საბანკო სექტორს გაეზრდება უცხოური ვალუტის მოზიდვის ხარჯი. ეს რაში აისახება შემდგომ - სესხების ფასის ზრდაში, ანაბრებზე სარგებლის შემცირებაში თუ სხვა და უშუალოდ ციფრებში როგორ გამოისახება - ჯერ დასათვლელი და გასაანალიზებელია. მოსალოდნელია, რომ რესურსის მოზიდვის გაზრდილი ხარჯი პროდუქტების ფასშიც აისახება.

ცნობილია, რომ 2024 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 60 მილიარდ ლარს აღემატება, საიდანაც ლარში გაცემული კრედიტების წილი 56,73% შეადგენს. ამასთან, ოქტომბერში ლარიზაცია გაიზარდა და შესაბამისად კრედიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 1,91 % - ითაა გაზრდილი. რა გავლენა ექნება სებ-ის ამ გადაწყვეტილებას დოლარიზაციის კიდევ უფრო შემცირებაზე?

ეს გადაწყვეტილება ლარიზაციის ხელშეყობისთვის იყო მიღებული, ეროვნული ბანკის განმარტებითაც სწორედ ლარიზაციის მაჩვენებლის გაზრდას ემსახურება. დღეს რთულია შევაფასოთ ამ გადაწყვეტილების ეფექტები, მის ეფექტს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ვიხილავთ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, ყველა სხვა შესაძლო გადაწყვეტილებასთან შედარებით, რომელმაც წნეხი შეიძლება შეუქმნას საბანკო სექტორს, მაინც მცირე გავლენის და წნეხის მქონეა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

რა არის ბრომატი?

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები