დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა არის ბრომატი?

რა არის ბრომატი?

27-11-2024 17:23:00

Coca-Cola Bottlers Georgia-მ ახალ ქარხანაში „მთის" წყლის 0%-იანი ბრომატით გამოშვება დაიწყო. ახალ საწარმოში, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა, წყლის ჩამოსხმა ინოვაციური და განახლებული დანადგარების მეშვეობით ხდება.

წყლის განახლებულ შეფუთვასთან ერთად მნიშვნელოვანი სიახლეა, ის რომ  წყალი “მთის” წარმოებულ პროდუქციაში ბრომატის 0%-იანი  შემადგენლობაა.

რას წარმოადგენს ბრომატი? რა საფრთხეებს შეიცავს ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

წყლის ოზონირება და რისკები

წყლის ოზონირება სადეზინფექციო პროცესის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც წყლის წარმოებისას გამოიყენება. ოზონირება წყალს წარმოების პროცესში ისეთი მავნე ნივთიერებების რისკებისგან იცავს, როგორიც შეიძლება იყოს: ობი, სოკო, მავნე მიკროორგანიზმები, ბაქტერიები და ვირუსები.

ოზონი შლის და წყალში სხვა და სხვა მიკროორგანიზმებს ანადგურებს. ძლიერ მჟანგავი ოზონი მიკროორგანიზმში აღწევს და მის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს (დნმ, ცილები, ფერმენტები და რნმ)  ჟანგავს. წყლის ოზონირების დოზის და არასწორი რეჟიმის შერჩევისას, წყალში შეიძლება სხვა დაჟანგვის არასახარბიელო პროდუქტები წარმოიქმნას, რომლებიც დასუფთავების პროცესის დროს ძნელად გასაუვნებელია და შეიძლება იყოს უფრო ტოქსიკური, ვიდრე საწყისი დამაბინძურებელი. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ბრომატი.

შესაბამისად, ბრომატი შეიძლება წარმოიქმნას წყალში ნეისმიერი ძლიერი ოქსიდანტის გამოყენების დროს, მათ შორის ოზონირების დროსაც.

თუმცა რაც უფრო ნაკლებია ოზონის დონე წარმოებისას, მით უფრო იკლებს ბრომატის შემცველობა წყალში. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბრომატი, როგორც ქიმიური მავნე ნივთიერება, აღიარა როგორც მომწამვლელი კარცეროგენი.

ბრომატის განსაზღვრა წყალში

ბუნებრივი წყალი შეიცავს ნივთიერება ბრომიდს, რომელიც ოზონთან ურთიერთქმედების დროს გარდაიქმნება ბრომატად. სასმელ წყალში მისი მაქსიმალური შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 3ppb - ს (0.003 mg/l), ხოლო ნატურალური მინერალური წყალი მას საერთოდ არ უნდა შეიცავდეს. განსხვავებული დასაშვები ნორმა აქვს U.S EPA (United States environmental protection agency)-ს და European commission's-ს.  მათი ლიმიტი არის 10 ppb.

საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობის N26 დადგენილებით, სასმელ წყალში ბრომატის დონე არ უნდა აღემატებოდეს 3ppb-ს (0.003 mg/l). სურსათის ეტიკეტირების წესში არ არის შეტანილი ვალდებულება ბრომატის შემცველობაზე პროდუქტზე დატანის შესახებ.

მაღალი კონცენტრაციის ბრომატი როდესაც ხვდება ორგანიზმში იწვევს თირკმელების, ღვიძლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას. ასევე, ზრდის კიბოს განვითარების რისკს მისი კანცეროგენული თვისებებიდან და ბუნებიდან გამომდინარე.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

რა არის ბრომატი?

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები