დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ტენდენციები არის დადებითი, თუმცა, მაინც დღემდე ძალიან მაღალია ავტომობილზე დამოკიდებულება - ვიქტორ წილოსანი

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ტენდენციები არის დადებითი, თუმცა, მაინც დღემდე ძალიან მაღალია ავტომობილზე დამოკიდებულება - ვიქტორ წილოსანი

14-09-2024 03:44:00

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ტენდენციები დადებითია, თუმცა მაინც დღემდე ძალიან მაღალია ავტომობილზე დამოკიდებულება.

როგორც მან გადაცემა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, იმისთვის, რომ გვქონდეს გადაადგილების ნორმალური შესაძლებლობა, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შემცირდეს ავტომობილზე დამოკიდებულება.

„თემა არის შემდეგი, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, დედაქალაქში გვაქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, სადაც არ არის ქვეითი დაცული, ხშირად არის ისეთი ტერიტორიები, სადაც ტროტუარები არ გვაქვს, არ გვქონდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები, არც ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისად, ადამიანები მიჩვეულები იყვნენ მხოლოდ ავტომობილზე და ჩამოყალიბდა ის კულტურა, რომელიც დღეის მდგომარეობით გვაქვს.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვყავს ქალაქში დაახლოებით 700 ათასი ავტომობილი. შინამეურნეობის კვლევამაც აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე ადამიანი კილომეტრ ნახევარზე ნაკლები მანძილის დასაფარად გადაადგილდება ავტომობილით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინაიდან არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ადამიანები გადაადგილდებოდნენ მხოლოდ ავტომობილით.

თქვენ იცით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს დედაქალაქის მასშტაბით, ყველგან აბსოლუტურად, საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილისთვის თანაბრად არის მათი უსაფრთხოება დაცული და ყველგან ექცევა მაქსიმალური ყურადღება ქვეითს, შემდეგ ეკო ტრანსპორტს, შემდეგ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ბოლოს, ავტომობილს, იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში, პირველ რიგში, მათ შორის, ის ადამიანები, ვინც გადაადგილდება ავტომობილით, არის ქვეითი და მასაც სჭირდება უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა.

ამ დინამიკის ფარგლებში, პლუს ამას, ბუნებრივია, რომ გაზრდილია მობილობა, იმიტომ, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, ასევე, ხედავთ რომ ავტომობილით გადაადგილებაც საგრძნობლად არის გაზრდილი.

თვითონ ადამიანებს შორისაც, რომლებსაც საერთოდ ვერ წარმოედგინათ, თუ გადაადგილდებოდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ქცევის წესი შეიცვალა და ჩვენს ირგვლივაც რომ მიმოვიხედოთ, ეს ძალიან კარგად და ნათლად ჩანს. ტენდენციები არის დადებითი და კარგისკენ მომასწავებელი, თუმცა, მაინც დღემდე ძალიან მაღალია ავტომობილზე დამოკიდებულება და იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს გადაადგილების ნორმალური შესაძლებლობა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ავტომობილზე დამოკიდებულება“, - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები