„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან იმ სპეკულაციებზე ისაუბრა, რომელიც შოვის სტიქიის გარშემო გავრცელდა.
„იყო სპეკულაციები, არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი. კიდეებში, სადაც ღვარცოფული მასის სიმაღლე 20 სანტიმეტრს, ნახევარ მეტრს შეადგენდა, ადამიანებს ჰქონდათ გამოსვლის საშუალება. რამდენი ხანი შეიძლება გაცუროს ადამიანმა ღვარცოფული მასის ქვეშ?! აქ საუბარია წუთებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა