სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2023 წლის პირველ კვარტალში 3%-ით გაიზარდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-მარტში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 26.8 მლნ მგზავრი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 26.1 მლნ მგზავრი შეადგინა.
2022 წლის განმავლობაში კი ქვეყნის სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ ჯამში 410 მლნ შეადგინა. 2021 წელს კი 274,3 მლნ მგზავრი.
2023 წლის პირველ კვარტალში სამოქალაქო ავიაცია 0,3 მლნ მგზავრს მოემსახურა, ხოლო საავტომობილო ტრანსპორტი 26,3 მლნ მგზავრს, რაც შეეხება რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას, 2023 წლის პირველ კვარტალში 0,2 მლნ შეადგინა.
უახლესი
15 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება