სულ მალე შოპინგის მოყვარულებისთვის წლის მთავარი დღე – Black Friday დადგება. ამ დღეს აბსოლუტურად ყველა მაღაზია ფასდაკლებას გვთავაზობს, ჩვენი მიზანი კი რაც შეიძლება ბევრი რამის შეძენაა, რადგან ასეთ განსაკუთრებულ შეთავაზებებს სხვა დროს მხოლოდ PLUS-ის დაბადების დღეზე თუ გამოვკრავთ ხელს. 5 ივლისმა უკვე ჩაიარა, ახლა კი ამ სეზონისთვის გვჭირდება სასურველი ნივთების მომარაგება.
რადგანაც ჩვენი სურვილების სია, როგორც წესი, საკმაოდ გრძელია ხოლმე, ფასდაკლებების მიუხედავად, ფინანსებზე ფიქრი არ გვასვენებს ხოლმე. იმისათვის, რომ არც შოპინგის ამ საყოველთაო დღესასწაულზე დარჩე გულდაწყვეტილი და თან ხელსაყრელი ფინანსური გადაწყვეტილება მიიღო, ასეთ ოპტიმალურ გამოსავალს AmEx ბარათი გთავაზობს.
AmEx ბარათს უამრავი უპირატესობა აქვს, ქვემოთ კი რამდენიმე ძირითადად მიზეზზე გეტყვით, რატომაც არის ასეთ დროს საკრედიტო AmEx ბარათით სარგებლობა საუკეთესო გადაწყვეტილება.
ეს ბარათის მთავარი უპირატესობაა. Black Friday-ზე, როცა მაღაზიებს მოივლი და უამრავი რაღაცის ყიდვა მოგინდება, არ არის აუცილებელი, რომ საკმარისი ფული ყველაფრისთვის გქონდეს. ასეთ დროს გადახდას AmEx ბარათით უმარტივესად შეძლებ, რადგან დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება სასურველ დროს შეგიძლია.
AmEx ბარათით სარგებლობა პროცენტის გარეშეც შეგიძლია, ანუ დააბრუნებ იმდენს, რამდენიც გახარჯე. როცა ლიმიტით ისარგებლებ, კონკრეტულ დღეს გაიგებ, რა თანხა გექნება დასაბრუნებელი იმისთვის, რომ უპროცენტოდ ისარგებლო. თუ ამ თანხას დაანგარიშების თარიღიდან 25 დღეში შემოიტან, დამატებით არაფრის გადახდა მოგიწევს.
AmEx ბარათით ყველა გადახდაზე MR ქულებს დააგროვებ, დაგროვილ ქულებს კი პარტნიორ ობიექტებში ან PLUS ქულებში გადაცვლი. ქულების დაგროვება შეგიძლია AmEx-ის პარტნიორ ნებისმიერ ფიზიკურ თუ ონლაინ მაღაზიაში და ასევე საზღვარგარეთ შოპინგისას ან უცხოურ ვებსაიტებიდან გამოწერისას.
AmEx ბარათზე ხშირად შეხვდები შეთავაზებებს, მაგალითად კონკრეტულ ობიექტებში დააგროვებ გაცილებით მეტ MR ქულას ან ისარგებლებ მაღალპროცენტიანი ფასდაკლებით. შეთავაზებები მუდმივად ახლდება, მათი სარგებლობით კი ხარჯები გაცილებით დაგეზოგება. თანაც Black Friday-ის კვირაში განსაკუთრებული შეთავაზებები გელოდება:
ეს უპირატესობების მცირე ჩამონათვალია, დანარჩენს კი ბარათის ყოველდღიურად გამოყენების პროცესში შეიგრძნობ და თავადვე დარწმუნდები, რომ AmEx-თან ერთად შოპინგი კიდევ უფრო სასიამოვნოა. მობილ ან ინტერნეტბანკით გაიგე, რამდენია შენი ლიმიტი, შეუკვეთე სამი ტიპის AmEx ბარათიდან სასურველი და Black Friday-ზე იყიდე ყველაფერი, რაც გინდა.
უახლესი
3 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება