დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სასტუმრო კომპლექსი უქმე დღეებში სექტემბრამდეა დაჯავშნილი - გიუაანი მეღვინეობა

სასტუმრო კომპლექსი უქმე დღეებში სექტემბრამდეა დაჯავშნილი - გიუაანი მეღვინეობა

22-05-2024 10:00:00

მეღვინეობა გიუაანის კომპლექსში სასტუმროს ყველა ნომერი შაბათ-კვირას სექტემბრამდეა დაჯავშნილი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს  სასტუმროს წარმომადგენელმა განუცხადა.

სასტუმროს ნომრის ღირებულება საუზმით 290-დან 390 ლარამდეა.

„გვსტუმრობენ აშშ-დან, შვეიცარიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ნიდერლანდებიდან. ასევე აქტიურად ვიღებთ ჯავშნებს საქართველოს მოქალაქეებისგან. სასტუმროს აქვს  ღია და დახურული სივრცეები, რაც კომფორტულად ერგება სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებებს, მათ შორის:  ქორწილს; მასტერკლასებს;  კორპორაციულს, პრეზენტაციას / ვორკშოპს;  დაბადების დღეს / ნათლობას და ა.შ. მეღვინეობა გიუაანი აერთიანებს მარანს, თანამედროვე საწარმოს, რესტორანს, მასტერკლასების ნახევრად დახურულ სივრცეს, მოსასვენებელ ადგილებს, ლაუნჯს და სასტუმროს ორ შენობას“, - აცხადებენ სასტუმროში.

გიუანის მეღვინეობა საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, თბილისიდან 45 კმ-ში მდებარეობს და იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც სურვილი აქვთ  ქართულ ტრადიციებსა და ღვინის კულტურას ეზიარონ.

2010 წელს დაარსდა კომპანია, 2018 წელს კი შევიდა სტუმარ-მასპინძლობის სექტორში. გაიხსნა სადეგუსტაციო სივრცე და კახური რესტორანი, მთლიანად კეთილმოეწყო ეზო, დასასვენებელი სივრცეები. 2021 წელს კი გიუაშვილების საგვარეულო მამულში აშენდა ბუტიკური ტიპის სასტუმრო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები