თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, სარკინიგზო ხაზმა, რომელიც ბაქოსა და თბილისს აკავშირებს „შუა დერეფანი გააცოცხლა“.
„სამხრეთის დერეფანი ჩინეთში მიდის ირანის გავლით, რადგან ჩვენი საზღვრები სომხეთთან დაკეტილია, ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთან შუა დერეფანზე, ავაშენეთ სარკინიგზო ხაზი თბილისიდან ბაქომდე, რითაც გავაცოცხლეთ შუა დერეფანი“, - განაცხადა ბინალი ილდირიმმა. მის კომენტარს აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ამასთან, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციური ბლოკის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ ძველი აბრეშუმის გზის იდეის გამო გააკრიტიკა.
ძველი აბრეშუმის გზა აზერბაიჯანის გვერდის ავლით, ჩინეთს ევროპასთან თურქეთის ტერიტორიის გავლით დააკავშირებს.
ილდირიმის განცხადებით, „თურქული სამყარო აზერბაიჯანის გარეშე წარმოუდგენელია“.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები