დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სარეზერვო ფულის მოცულობა 2.5%-ით გაიზარდა

სარეზერვო ფულის მოცულობა 2.5%-ით გაიზარდა

05-08-2023 11:44:42

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 153.5 მლნ ლარით (2.5%) გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 6.2 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, მონეტარული ბაზა საშუალო მაჩვენებლის მიხედვით წინა თვესთან შედარებით, 104.1 მლნ ლარით (1.7%-ით) გაიზარდა. საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 57.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 17.1 მლნ აშშ დოლარი.

BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ივნისის განმავლობაში 137.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 63 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ივნისში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 253.8 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 1,155.3 მლნ ლარს გაუტოლდა.

„მიმდინარე თვეში, ნაღდ ფულზე მოთხოვნა 151.8 მლნ ლარით გაიზარდა. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 140.0 მლნ ლარით გაიზარდა და 900.0 მლნ ლარი შეადგინა. ივნისში ერთთვიანი სესხი არ გაცემულა და შესაბამისად მისი ნაშთი უცვლელია. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 2.0 მლნ ლარით შემცირდა და 40.0 მლნ ლარს შეადგენს. ივნისში განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. ივნისში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 17.1 მლნ დოლარი გაყიდა და შესაბამისად ბაზრიდან 45 მლნ ლარის მოცულობა ამოიღო. მთლიანობაში, მიმდინარე თვეში, ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 138.0 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 880.6 მლნ ლარს გაუტოლდა. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების წმინდა შესყიდვამ 60.0 მლნ ლარი შეადგინა და პორტფელის მოცულობა 60.0 მლნ ლარით გაიზარდა. ივნისში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 1569.9 მლნ ლარით გაიზარდა, როგორც ეროვნული ასევე უცხოური ვალუტით დეპოზიტების მატების გავლენით. M2 აგრეგატის ზრდა (819 მლნ ლარით ზრდა) მეტწილად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდამ განაპირობა“, - აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები