საპენსიო რეფორმა მაღალი ინკლუზიურობით გამოირჩევა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სქემაშია ჩართული.
„შესაბამისად ნებისმიერი ცვლილება, ნებისმიერი სიახლე, რომელიც რეფორმისას ხორციელდება მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია იყო სწორად განხორციელებული.
რაც შეეხება მიმდინარე ცვლილებებს, ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი. გახსოვთ ალბათ, 2023 წლის შემოდგომაზე პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხებოდა საინვესტიციო მიმართულებას და ასევე რისკის მართვის მიმართულებას. ამჯერად საუბარია მმართველობითი და ზედამხედველობითი სტრუქტურის გაუმჯობესებაზე. აღნიშნულზე მინიმუმ 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა. აქტიურ მუშაობაში ვგულისხმობ არამხოლოდ ინტენსივობას, არამედ ჩართული მხარეების მონაწილეობასაც. უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან კომპლექსური რეფორმაა. მისი დაწყების პირველი დღიდან და მთელი მიმდინარეობის განმავლობაში ჩართულია ეკონომიკის სამინისტრო, ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი როლი აქვს სებ-ს, ჩართულია უშუალოდ საპენსიო სააგენტო, მისგან დამოუკიდებლად ჩართულია საინვესტიციო საბჭო და ის ვერტიკალი, რომელიც ინვესტიციებზე არის პასუხისმგებელი, ფინანსთა სამინისტრო და ორი ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გლობალური ფინანსური ინსტიტუტი. ესენი არიან აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი, რომლებიც პირველი დღიდან და ყოველდღიურად მონაწილეობენ რეფორმის განხორციელებაში. შესაბამისად ის პაკეტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი და პირველი მოსმენით პარლამენტმა დაამტკიცა, არის შედეგი ძალიან კომპლექსური სამუშაოსი, რომელიც კონკრეტულ ამოცანებს და გამოწვევებს პასუხობს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება