დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სანქცირებული Unistream-ით საქართველოში გადმორიცხვები განახევრდა

სანქცირებული Unistream-ით საქართველოში გადმორიცხვები განახევრდა

17-08-2023 16:00:33

2023 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 301.1 მლნ აშშ დოლარი (782.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით (5.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

$301 მილიონის ფულადი გზავნილები ივლისში საქართველოში ძირითადად 8 სისტემით შემოვიდა. მთლიანი ჩარიცხვებიდან ყველაზე დიდი წილი  რუსულ RIA-ზე მოდის ($64,7 მლნ). მეორეა Zolotaia Korona, ხოლო მესამეა Western Union-ი.  

საქართველოში 8 სისტემით შემოსული ფულადი გზავნილები - 2023 წლის ივლისი. წყარო ეროვნული ბანკი

ფულადი გზავნილების რომელი სისტემით რიცხავენ ყველაზე მეტ თანხას- ჩარიცხვა - 64,715.9 ათასი აშშ დოლარი, გადარიცხვა 3,825.1 ათასი აშშ დოლარი

  • Zolotaia Korona - ჩარიცხვა - 54,954.6 ათასი აშშ დოლარი, გადარიცხვა - 7,739.3 ათასი აშშ დოლარი;
  • Western Union - ჩარიცხვა - 45,530.5 ათასი აშშ დოლარი, გადარიცხვა - 7,163.5 ათასი აშშ დოლარი;
  • Money Gramy - ჩარიცხვა - 44,680.0 ათასი აშშ დოლარი, გადარიცხვა - 3,491.7 ათასი აშშ დოლარი;
  • Unistream - ჩარიცხვა - 36,263.3 ათასი აშშ დოლარი, გადარიცხვა - 1,453.3 ათასი აშშ დოლარი;
  • Intel Express - ჩარიცხვა - 32,313.9 ათასი აშშ დოლარი, გადარიცხვა - 2,656.3 ათასი აშშ დოლარი;
  • Contact - ჩარიცხვა - 11,488.3 ათასი აშშ დოლარი; გადარიცხვა - 183.2 ათასი აშშ დოლარი;
  • RicoGram - ჩარიცხვა - 11,084.9 ათასი აშშ დოლარი, გადარიცხვა - 450.1 ათასი აშშ დოლარი;
  • სხვა სისტემები - ჩარიცხვა - 36.7 ათასი აშშ დოლარი, გადარიცხვა - 1,403.2 ათასი აშშ დოლარი. 

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის ივლისში Unistream -ით ჩარიცხვამ - 36,263.3 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 1,453.3 ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა. 

ივნისში Unistream -ით ჩაირიცხა 76,979.7 ათასი აშშ დოლარი,ხოლო 2,034.0 ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა. 

2023 წლის 6 თვეში Unistream-ით საქართველოში სულ $762 მილიონი დოლარია გადმორიცხული. 

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი ტრანსფერების სისტემა Unistream-ი 20 ივლისს შეიყვანა სანქცირებული პირების სიაში. მანამდე, გზავნილების ეს სისტემა ქართულ ბაზარზე პირველ ადგილს იკავებდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები