დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა - მიხეილ დუნდუა

სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა - მიხეილ დუნდუა

03-01-2025 14:29:00

სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

ის ინფლაციის დონესთან დაკავშირებით, საქსტატის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.

„დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა არის ის მიზანი, რასაც ეწოდება ეკონომიკური პოლიტიკის სწორად წარმართვა. სახეზე გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, გვაქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, 5 წლიანი გაუმჯობესებით ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის და მსყიდველობით უნარიანი ეკონომიკის 5 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო არის მსოფლიოში მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში არის პირველ ადგილზე, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. საქართველო გააგრძელებს მომდევნო წლებშიც მაღალი ეკონომიკური ზრდის დემონსტრირებას“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები