2023 წლის ოქტომბერში ფინანსთა სამინისტროს მიერ 6 გამოშვებისა და 1 გამოსყიდვის აუქციონი გაიმართა. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 214.85 მლნ ლარი.
საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.55%-ზე დაფიქსირდა.
გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობის და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 80 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
სამინისტროს ცნობით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების პორტფელმა ცვლილებები განიცადა. 2023 წლის 31 ოქტომბრისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 42% ფორმირებულია (წინა პერიოდში 41% იყო) იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 3-5 წლის განმავლობაში.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 1-დან 3 წლამდე ობლიგაციებს (დაახლოებით 24%). ეს უკანასკნელი მაჩვენებელი წინა პერიოდში (სექტემბერი) 28% იყო. მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (სექტემბერი 1.58) შედარებით გაიზარდა და 2.03 შეადგინა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა