ფულადი გზავნილების რუსულმა სისტემა Zolotaya Korona-მ საქართველოში მუშაობა განაახლა და აღნიშნული სისტემის მეშვეობით საქართველოდან რუსეთში და პირიქით ფულადი გზავნილების განხორციელება უკვე შესაძლებელია. აღნიშნულს უკვე ადასტურებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაშიც.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ Zolotaya Korona-ს მომსახურება დროებით შეჩერებული იყო, რადგან სექტორი აზუსტებდა Zolotaya Korona კავშირს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებულ სხვა კომპანიასთან.
„მოკვლევის შედეგად, აღნიშნული კავშირი არ დადგინდა. შესაბამისად, Zolotaya Korona-ს მომსახურება აღდგენილია“, - აცხადებენ საბანკო ასოციაციაში.
შაბათ-კვირას რუსული მედია აქტიურად წერდა, რომ რამდენიმე ქართულმა ბანკმა, მათ შორის საქართველოს ბანკმა და თიბისიმ Zolotaya Korona თანამშრომლობა შეწყვიტეს. აღნიშნული მიზეზად კი კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები სახელდებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში შეჩერებულია ფულადი გზავნილების რუსული სისტემების Unistream-ისა და Contact-ის ოპერირება. Unistream-მა საქართველოში გზავნილები 2023 წლის სექტემბრიდან შეაჩერა, Contact-მა კი 2024 წლის მარტიდან.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები