დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს RIA მოემსახურა

საქართველოში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს RIA მოემსახურა

17-10-2024 11:00:00

იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა. საანგარიშო პერიოდში RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში 607 765.12 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 24%-ია. 

მეორე ადგილზე Zolataia Korona-ა, სისტემა 9 თვეში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 586 881.5 ათას აშშ დოლარს მოემსახურა.

TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით

  • RIA 
  • Zolataia Korona
  • Money Gram
  • Western Union 
  • Intel Express 

საქართველოში ფულადი გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 22%-ითაა შემცირებული. სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში 2 528 397.8 ათასი აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა. ეს მაჩვენებლები კი 2023 წლის 9 თვესთან შედარებით 22,3%-ითაა შემცირებული. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ფულადმა გზავნილებმა 3 255 133 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ქვეყანაში გაკეთებული გადმორიცხვების მიხედვით ევროკავშირი პირველ ადგილზეა და მასზე მთლიანი ჩარიცხვების 42% მოდის, სულ 1 068 813.8 ათასი აშშ დოლარი. დსთ-ს ქვეყნებზე ჩარიცხვების 26%-ი ფიქსირდება, სულ 655 004.4 ათასი აშშ დოლარი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს ჩარიცხვებმა 9 თვეში 804 579.6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ მთლიანი ჩარიცხვების 32%-ი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები