საქართველოში ყველაზე პოპულარული ავტომობილი Mercedes-Benz-ია. საქსტატის პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დღეისათვის ქვეყანაში ავტოპარკი 1 729 081 ერთეულ ავტომობილს აერთიანებს, საიდანაც 12%-ი ანუ 215 447 ერთეული Mercedes-Benz-ია.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით ყველაზე მეტი Mercedes-Benz-ის ავტომობილები თბილისშია თავმოყრილი. ამ დროისათვის თბილისში ქვეყანაში რეგისტრირებული Mercedes-Benz-ის ავტომობილების 36%-ია რეგისტრირებული.
რეგიონების მიხედვით Mercedes-Benz-ის მარკის ავტომობილების გადანაწილება ასეთია:
ქ. თბილისი: 77 162 ერთეული,
იმერეთი: 32 333 ერთეული,
ქვემო ქართლი: 21 960 ერთეული,
აჭარის არ: 20 037 ერთეული,
კახეთი: 17 097 ერთეული,
სამეგრელო-ზემო სვანეთი: 15 027 ერთეული,
შიდა ქართლი: 12 850 ერთეული,
სამცხე-ჯავახეთი: 7 574 ერთეული,
მცხეთა-მთიანეთი: 5 377 ერთეული,
გურია: 4 888 ერთეული,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: 1 142 ერთეული.
უახლესი
1 საათის წინ
იტალიისა და ირლანდიის ბაზრებზე შევედით - „მანსარდი“