დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს და მეტს არაფერს - ნიკოლოზ სამხარაძე გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებზე

ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს და მეტს არაფერს - ნიკოლოზ სამხარაძე გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებზე

25-10-2024 15:07:00

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი წინასაარჩევნო თაღლითობას ჰგავს და მეტს არაფერს“.

სამხარაძის თქმით, ის ბრალდებები, რაც „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსში მოხვდა ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, რადგან საინტერესოა, თუ მას ეს ინფორმაცია აქამდე ჰქონდა, რატომ არ მიმართა ან საგამოძიებო ორგანოებს, ან რატომ არ გამოვიდა და საჯაროდ არ თქვა.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არჩევნებამდე ერთი დღეა დარჩენილი და  ის უცბად აღმოჩნდება ოპოზიციურ ტელეარხზე და რაღაც ბრალდებებს გააჟღერებს რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის წინასაარჩევნოდ განკუთვნილი და ყველანაირ საფუძველს მოკლებული იმიტომ, რომ თუ მას ეს ინფორმაცია აქამდე ჰქონდა, მაშინ რატომ არ მიმართა ან საგამოძიებო ორგანოებს, ან თუ საგამოძიებო ორგანოებისთვის მიმართვა არ უნდოდა, მაშინ რატომ არ გამოვიდა და საჯაროდ არ თქვა ეს ყველაფერი“-განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები