დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სექტემბერში თბილისში 274.6 მლნ  დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა - Galt & Taggart 

სექტემბერში თბილისში 274.6 მლნ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა - Galt & Taggart 

25-10-2024 15:30:00

2024 წლის სექტემბერში თბილისის უძრავი ქონების მეორად ბაზარზე 1,803 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.3%-იანი, ხოლო თვიურად 13.8%-იანი ზრდაა და მოთხოვნის ეტაპობრივ აღდგენას ასახავს. როგორც Galt & Taggart „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვაში“ აღნიშნავს, ჯამურად 2024 წლის პირველ 9 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 14,883 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.9%-იანი კლებაა და ზაფხულის პერიოდში შემცირებულ გაყიდვებს ასახავს.

2024 წლის სექტემბერში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედით 0.1%-ით გაიზარდა. ამასთან, ზოგიერთ რაიონში (მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო და ისანი) ფასების ვარიაცია მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო პროექტები ერთმანეთთან ახლოსაა. ამის მიზეზი არის პროექტის განსხვავებული კეთილმოწყობა, ბინის ჩაბარების კონდინცია და დეველოპერის რეპუტაცია.

2024 წლის სექტემბერში თბილისში 274.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 16.5%-იანი და თვიურად 12.1%-იანი ზრდაა და ტრანზაქციების გაზრდილი რაოდენობის შედეგია. ჯამურად 2024 წლის პირველ 9 თვეში 2,228 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა (+2.7% წ/წ).

 სექტემბერში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი უცვლელი დარჩა და კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა. ქირის ფასები 2024 წელს სტაბილურად ერთ ნიშნულზე, კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები