კომპანია „მანსარდი“ რომელიც ადგილობრივ ბაზარზე უკვე 8 წელია ოპერირებს, ფეფო ვახტანგიშვილმა საკუთარი კაპიტალით შექმნა. დღეს კომპანია წარმატებულია ადგილობრივ ბაზარზე და მისი ნაწარმი ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
„ბიზნესი, მცირე წარმოება 100 ლარით დავიწყე. ძირითადად ვაწარმოებთ ტყავის დღიურებს, ფოტო ალბომებსა და ჩანთებს. ვფლობთ სახელოსნო-მაღაზიას პეტრიაშვილის 3-ში, ტურისტულ ზონაში, სადაც მსურველებს შეუძლიათ პროდუქციის შეძენა, ისე სამუშაო პროცესის ნახვა. ძირითადად უცხოელები გვსტუმრობენ“, - ამბობს მეწარმე.
როგორც ფეფო ვახტანგიშვილი ამბობს, კომპანია იზრდება და მცირე მეწარმე უკვე 5 ადამიანს ასაქმებს.
„ჩვენს საქმიანობას ახასიათებს სეზონურობა და შესაბამისად დროებით დაქირავებულ თანამშრომლებსაც ვიმატებთ. განსაკუთრებით დეკემბერში, როცა საახალწლო შეკვეთები გვაქვს“, - ამბობს მეწარმე.
„მანსარდის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, მათი წარმოების ძირითადი მიმართულება დღიურებია.
2024 წელს „მანსარდი“ ექსპორტზე იტალიასა და ირლანდიაში გავიდა. კომპანიის ნაწარმი იყიდება ქუვეითშიც.
„იტალიაში, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია სიცილიაში, მილანსა და რომში“,- ამბობს ფეფო ვახტანგიშვილი.
მისი თქმით, „მანსარდის“ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია ადგილობრივ ბაზარზე.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ექსპორტისთვის მათი სამიზნე ბაზარი სამომავლოდ არის გერმანია.
უახლესი
15 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს34 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”