დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
9 თვეში საქართველომ 27 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ყავა იყიდა

9 თვეში საქართველომ 27 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ყავა იყიდა

25-10-2024 16:00:00

მიმდინარე წელს ყავის იმპორტი 5%-ით შემცირდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 5,432.60 ტონა ყავა იყიდა, რაშიც ქვეყანამ 27,142.13 ათასი დოლარ გადახადა. 2023 წლის 9 თვეში კი ქვეყანაში 5,693.39 ტონა ყავის იმპორტი დაფიქსირდა.

საქართველოსთვის ნომერ პირველი ყავის იმპორტიორი ქვეყანა ინდონეზიაა, სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა ყავის 36%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს:

  • ინდონეზია - 1,956.90 ტონა;
  • ვიეტნამი - 1,248.75 ტონა;
  • რუსეთი - 692.26 ტონა;
  • იტალია - 261.50 ტონა;
  • გერმანია - 258.84 ტონა;

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო წლებში ქვეყანაში ყავის იმპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები