2023 წელს საქართველოში ხორბლის იმპორტი 21%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წელს ქვეყანამ 222,061.20 ტონა ხორბალი იყიდა, 2022 წელს კი 184,040.33 ტონა. 2023 წელს ქვეყანაში იმპორტირებული ხორბლის საერთო ღირებულება 57,673.53 ათასი დოლარი იყო, 2022 წლის მაჩვენებლებით კი ქვეყანამ 64,905.95 ათასი დოლარის ხორბალი იყიდა.
ხორბლის იმპორტის კუთხით რეკორდული 2012 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 897,579.67 ტონა ხორბალი იყიდა.
2023 წლის სტატისტიკური მაჩვენებლებით კი საქართველოსთვის ხორბლის იმპორტის კუთხით ნომერ პირველი ბაზარი რუსეთია, საიდანაც ქვეყანამ 217,546.78 ტონა ხორბალი იყიდა, რაც მთლიანად ხორბლის იმპორტის 98%-ია.
TOP-3 ქვეყანა, სადაც საქართველომ ხორბალი იყიდა:
რუსეთი - 217,546.78 ტონა,
თურქეთი - 2,833.12 ტონა,
უკრაინა - 1,484.25 ტონა.
უახლესი