2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 5,481.11 ათასი დოლარის 9,204.66 ტონა ფორთოხალი იყიდა. რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 2%-ით ნაკლები მაჩვენებელია, რადგანაც ქვეყანამ 11 თვეში 9,385.58 ტონა ფორთოხალი იყიდა.
საქართველოში ფორთოხლის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, რომელზედაც ფორთოხლის იმპორტის 45%-ი მოდის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფორთოხლის იმპორტს მაქსიმუმს იანვარში, თებერვალსა და მარტში აღწევს.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ფორთოხალი იყიდა:
საქართველო გარდა იმპორტისა "ნარინჯისფერი რთველის“ შემდეგ ფორთოხლის ექსპორტსაც ახორციელებს. 2024 წლის 11 თვეში ქვეყანამ ექსპორტზე 1,537.35 ათასი დოლარის ღირებულების 2,334.70 ტონა ფორთოხალი გაყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,475.68 ტონა. კლება 6%-ის დონეზეა. 2024 წელს ქვეყანამ ფორთოხალი ექსპორტზე 5 საექსპორტო ბაზარზე გაიტანა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ ფორთოხალი გაყიდა:
უახლესი
7 საათის წინ
სად ყიდის საქართველო ოქროს12 საათის წინ
როგორია საქართველო ყაზახეთის სავაჭრო ურთიერთობები20 საათის წინ
როგორია Nano Filter-ის 2025 წლის გეგმები22 საათის წინ
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს