დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში EMAAR ჯგუფის შემოსვლა უპრეცედენტოდ დიდი მოვლენაა, მსგავსი ინვესტიცია ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს - შოთა ბერეკაშვილი

საქართველოში EMAAR ჯგუფის შემოსვლა უპრეცედენტოდ დიდი მოვლენაა, მსგავსი ინვესტიცია ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს - შოთა ბერეკაშვილი

01-02-2025 14:52:00

EMAAR Group-ის მსგავსი დეველოპერული ჯგუფის შემოსვლა საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი მოვლენაა, მინდა მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ ეკონომიკურ ჯგუფს ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება, - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, ეს ინვესტიცია საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება. 

„ინვესტიციების მასშტაბი 6 მილიარდი დოლარია, სხვა სიტყვებით, ეს არის ჩვენი მშპ-ს 18%, რაც უპრეცედენტოდ დიდი ზომის ინვესტიციებია. მსგავსი ინვესტიცია პირველ რიგში ეკონომიკის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს, შეიქნება ათასობით ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი ისეთ სექტორებში როგორიცაა უძრავი ქონება დეველოპმენტი, მშენებლობა, წარმოება, მომსახურების სექტორი. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებზე, მათ კეთილდღეობაზე“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

18 საათის წინ

18 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები