დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინდუსტრიაში პირველად - გორგიამ მაღალტექნოლოგიური აპლიკაცია შექმნა

ინდუსტრიაში პირველად - გორგიამ მაღალტექნოლოგიური აპლიკაცია შექმნა

01-02-2025 11:13:00

სამშენებლო-სარემონტო ინდუსტრიაში პირველად გორგიამ მაღალტექნოლოგიური აპლიკაცია შექმნა.  აპლიკაციაში წარმოდგენილია 20-მდე კატეგორიის 60 000-მდე დასახელების პროდუქცია. პლატფორმა 1 თებერვალს გაეშვა და ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ასევე IOS მომხმარებლებისთვის.

გორგიას აპლიკაცია გამოირჩევა მარტივი ნავიგაციით, აქვს გაუმჯობესებული საძიებო სისტემა და დახვეწილი დიზაინი. ის სრულიად ორიენტირებულია მომხმარებლის საუკეთესო მსყიდველობით გამოცდილებაზე. აპლიკაციის  ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი კომფორტი და მოქნილობაა-  - ყველა ის პროდუქტი, რაც გორგიას ფილიალებსა და საიტზეა წარმოდგენილი, ახლა უკვე მომხმარებლის სმარტფონშია მოქცეული!

აპლიკაციის ჩამოტვირთვისას მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს  დამატებით ფასდაკლებით პირველ შენაძენზე. ასევე მუდამ დახვდებათ აპის განსაკუთრებული, პერსონალიზირებული შეთავაზებები.

გადახდის მეთოდები მარტივი და მრავალფეროვანია, შესაძლებელია განვადება და თანხის გადანაწილებაც.  აპლიკაციის მომხმარებლები ისარგებლებენ გაუმჯობესებული მიწოდების სერვისით. სურვილების სიიდან შენს სახლამდე-

გადმოწერე გორგიას აპლიკაცია!

გორგია ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც პანდემიის დროს შექმნა ვებ-გვერდი და მას შემდეგ ერთგულად ემსახურება მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით. გორგიას ვებ - გვერდიც და აპლიკაციაც ზუსტად პასუხობს მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს.  GORGIA.GE- ზე და ახლა უკვე აპლიკაციაშიც წარმოდგენილია 60 0000-მდე დასახელების სამშენებლო, სარემონტო, ტექნიკის, ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  „გორგიას“ ელექტრონული კომერცია იცავს მომხმარებლის ინტერესსა და უფლებებს, ამისათვის მას eCommerce Association Georgia - სგან ნდობის ნიშანიც (Trust Mark) მიენიჭა.

უახლესი

18 საათის წინ

18 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები