დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მალე თბილისში EMAAR ჯგუფის ოფისი გაიხსნება

მალე თბილისში EMAAR ჯგუფის ოფისი გაიხსნება

31-01-2025 20:38:00

მალე თბილისში ინვესტორის ოფისი გაიხსნება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ოფისის მუშაობაზე აქტიურად იქნებიან ჩართულები, როგორც ადგილობრივი ბაზრიდან, ისე სათავო ოფისიდან ტოპ-მენეჯერები. 

„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მალე თბილისში ინვესტორის ოფისი გაიხსნება და დაიწყება იმ ჯგუფის, იმ ხალხის შეკრება, რომელიც ამ პროექტებზე იმუშავებს, მათ შორის ადგილობრივ დონეზე. რა თქმა უნდა პროცესში ჩართული იქნება კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-ის ტოპ-პროფესიონალები, რაც არის ამ პროექტის ერთ-ერთი დიდი ღირებულება“, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

მინისტრის მოადგილის თქმით, პროექტის განხორციელების შედეგად მისი ეფექტი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე წლის განმავლობაში დაახლოებით 0,8%-ი იქნება.

„ეს არის არის მხოლოდ ერთი პროექტის ეფექტი, თუმცა ამ პროექტის ეფექტი თავისთავად ძალიან დიდია. ამ ინვესტიციის პერიოდში, ყოველი წლის განმავლობაში დაახლოებით 0,8%-ით ეკონომიკური ზრდის წახალისებას ვარაუდობთ. თუმცა ძალიან ბევრი თანმდევი ეფექტი ექნება და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამოცანა არის, რომ ვმუშაობთ ამ ინვესტიციის ეკონომიკური განვითარების შეფასებაზე. გადაცემის ეფექტი ამას ცალსახად აქვს, უკვე დღეს საქართველო გაჩნდა ძალიან ბევრი გლობალური ინვესტორის საინვესტიციო რუკაზე. უშუალოდ Emaar ჯგუფთან კომუნიკაციაშიც  ძალიან ბევრ საკითხზე ვსაუბრობთ, გარდა ამ კონკრეტული ინვესტიციისა. არის კონკრეტული კომპანიები, რომლებიც მისდევენ Emaar ჯგუფის საინვესტიციო პოლიტიკას. ამიტომ რეალურია, რომ მოკლე პერიოდში ჩვენ გვექნება ახალი, საინტერესო წინადადებები და დაინტერესებული ინვესტორები სხვადასხვა სფეროში. აქ საუბარია უძრავი ქონების მიმართულებაზე, მაგრამ ასევე სხვა სექტორებზეც“, - განაცხადა ნადარეიშვილმა. 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები