აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1-ლი მარტიდან მექსიკასა და კანადას ახალ ტარიფებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი ტარიფების საკითხს განიხილავს, რომელიც შესაძლოა რამდენიმე გამონაკლისს ითვალისწინებდეს.
თუმცა, მისი თქმით, ნებისმიერი გამონაკლისი „ძალიან შეზღუდული და იშვიათი ხასიათის“ იქნება.
წყაროებმა განაცხადეს, რომ ტარიფების საბოლოო განაკვეთის შესახებ დეტალები არ აქვთ, თუმცა აღნიშნეს, რომ ტრამპი მუდმივად აცხადებდა, რომ 1-ლი მარტიდან 25%-იან ტარიფს დააწესებდა ორივე ქვეყნიდან იმპორტზე.
უახლესი
2 საათის წინ
როდის ეყოლება თბილისის ახალ ზოოპარკს ჟირაფი3 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღესაც გამყარდა