თბილისში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნა. შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები და სხვა ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები.
მოლაპარაკებების გახსნას წინ უძღოდა მრავალწლიანი ინტენსიური მუშაობა კორეის რესპუბლიკის მხარესთან, აგრეთვე მომზადდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ შეთანხმების გაფორმება ურთიერთსარგებლიანი იქნება ორივე მხარისთვის.
„რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად დღეს ჩვენ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების პირველ რაუნდს ვმართავთ. აღნიშნული შეთანხმება ორივე მხარისთვის შედეგის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის, რომელიც უკვე დადასტურებულია წინასწარი მიზანშეწონილობის კვლევის შედეგების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეთანხმება ასევე ხელს შეუწყობს როგორც ვაჭრობის განვითარებას ასევე ინვესტიციების კუთხით იქნება მიმზიდველი კორეული ბიზნესებისთვის და ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. და კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება საქართველოში წარმოების კუთხით, რომ დამატებითი დივერსიფიცირება მოახდინონ აღნიშნულ ბაზარზე, რომელიც აზიაში გახლავთ ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი და აერთიანებს 60 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ჯერ კიდევ 2023 წლის 2 ნოემბერს სეულში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ერთობლივ განცხადებას.
„ეს არის პირველი შეხვედრა საქართველო-კორეას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს ორმხრივ ურთიერთობების განვითარებას არა მხოლოდ ეკონომიკის მიმართულებით. ბევრი კორეელი დაინტერესებულია საქართველოთი და ეს კარგი შესაძლებლობა იქნება, უკეთ გაეცნონ საქართველოს. შეთანხმება წაახალისებს როგორც ტურისტებს, ასევე ბიზნესმენებს ეწვიონ საქართველოს. კორეის რესპუბლიკა ეძებს რეგიონულ ჰაბს კავკასიის რეგიონში, ამიტომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება“, - აღნიშნა კორეის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა შინაგან ჩანგმა.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება