ინვესტორები დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველოში ბანკები თავიდან ბოლომდე იცავენ სანქციებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სანქცირების კონკრეტული პრეცედენტებიც არსებობს, თუმცა იმდაგვარად იმართება ეროვნული ბანკისა და ბანკების მხრიდანაც ეს პროცესი, რომ სანდოობა არ დაზიანებულა.
„სულ რამდენიმე დღეა ჩვენს ბანკებს დაემატა კიდევ ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბანკი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა გამოწვევა, რომ ორი ძირითადი საკორესპონდენტო ბანკი იყო, რომელიც თანამშრომლობდა ჩვენს ბანკებთან და დაემატა მესამე, რომელთანაც მოლაპარაკებები წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაბამისად, ასეთ დროს ამერიკული ბანკი აკეთებს ძალიან დეტალურ შესწავლას და ის ფაქტი, რომ მან უკვე გახსნა ჩვენთან საკორესპონდენტო ანგარიში და აპირებს ამ პროცესის გაგრძელებას, ადასტურებს, რომ რისკები იყო იმდაგვარად შეფასებული, რომ ჩვენი მიმზიდველობა, როგორც პარტნიორის არ დაზიანებულა.
მინდა ვთქვა, მაქვს დიდი იმედი, როგორც მოქალაქეს, რომ მალე პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიტვირთება. როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კი გეტყვით, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად იცავს სანქციებს. რა თქმა უნდა, ვალდებულია ადგილობრივი კანონმდებლობაც დაიცვას და ჩვენ ვახერხებთ თითოეული ასეთი ქეისის წარმატებით მართვას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
უახლესი
1 საათის წინ
2024 წელს Tesla-ს მოგება 23%-ით შემცირდა3 საათის წინ
2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა