დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6 მლრდ-ს ხარჯავენ ქვეყანაში, სადაც სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და კანონის უზენაესობის სჯერათ - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

6 მლრდ-ს ხარჯავენ ქვეყანაში, სადაც სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და კანონის უზენაესობის სჯერათ - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

31-01-2025 10:01:00

6 მლრდ-ს ხარჯავენ ქვეყანაში, სადაც სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობის და კორუფციისგან თავისუფალი მთავრობის სჯერათ, - ასე გამოეხმაურა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში Business Insider Georgia-სა და ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი EMAAR ჯგუფის მიერ საქართველოში დაანონსებულ 6 მლრდ დოლარის ინვესტირებას. აბაშიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანაში ინვესტიციების საშუალო ყოველწლიური მაჩვენებელი გაორმაგდება. 

„დავიწყოთ Business Insider Georgia და რა თქმა უნდა ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში ექნება პოზიტიური შედეგი და არაერთხელ მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი. საქმე ეხება 6 მლრდ-იან ინვესტიციას, რომლის მოლოდინიც უკვე გაქვს მიმდინარე პერიოდიდან სამუშაოები გარკვეული დაიწყება. საუბარია EMAAR ჯგუფის ინვესტიციაზე საქართველოში. EMAAR ჯგუფი არის სამშენებლო-დეველოპერული მიმართულებით მსოფლიოში ნომერ პირველი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი კომპანია. და ცხადია, როდესაც ასეთი ტიპის კომპანია იღებს გადაწყვეტილებას ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით, ეს ავტომატურად არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ინვესტიციას, არამედ მინიმუმ 2 რამეს ნიშნავს: სხვა ინვესტორების დამატებით ქვეყნისადმი დაინტერესებას და ამავდროულად უკვე ქვეყანაში არსებული კომპანიების მხრიდან მეტ სურვილს რეინვესტირების სხვადასხვა მიმართულებით. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტია, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ სამშენებლო დეველოპერული მიმართულება, არის მიმართულება, სადაც მეტი სამუშაო ძალაა საჭირო. ყველაზე უფრო შრომატევადი დარგია, ასე, რომ ვთქვათ. რაც ნიშნავს მარტივ რამეს, რომ როგორც კი დაიწყება სამუშაოები, ე ავტომატურად გამოიწვევს დასაქმებულთა მაჩვენებლის ზრდას. თან თუ ჩვენ ჩავხედავთ საქართველოში სტატისტიკურ მაჩვენებლებს ანაზღაურებად დარგებთან მიმართებაში, სწორედ სამშენებლო დეველოპერული მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად ანაზღაურებადი დარგია. ეს ყველაფერი სამუშაო ძალის ნაწილში ნიშნავს დასაქმების ზრდას და ეს ყველაფერი არის მაღალანაზღაურებად სექტორში. იმავდროულად, როდესაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ეროვნული ვალუტის ნაწილზე, იმ 4 მნიშვნელოვანი ფაქტორიდან ექსპორტი, გადმორიცხვები, შემოსავლები ტურიზმიდან და ინვესტიციები, ბუნებრივია ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და მით უმეტეს, როცა 6 მლრდ-ზე ვსაუბრობთ. 

2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ინვესტიციების მაჩვენებლებს თუ შევხედავთ, ამ პერიოდის განმავლობაში სარეკორდო მაჩვენებელი იყო 2 253,4 მლნ დოლარი (2022 წელი) და შედარებისთვის EMAAR ჯგუფის ინვესტიცია ამ შემთხვევაში არის 6 მლრდ დოლარი. თუ კი 2013-2023 წლების საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ ეს არის დაახლოებით 1,5 მლრდ ინვესტიცია და შედარებისთვის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ EMAAR ჯგუფის ინვესტიცია არის 6 მლრდ. რამდენადაც მე ვიცი ეს არის 3-5 წელში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა, რაც წელიწადში საშუალო 1,5 მლრდ-ზე მეტია. რაც საშუალო სტატისტიკის გაორმაგებას ნიშნავს. უფრო ფართო სტატისტიკაში თუ წავალთ 1996 წლიდან დღემდე, საიდანაც საქსტატი გვთავაზობს სტატისტიკას, ამ პერიოდში საშუალოდ 1 მლრდ-მდე ინვესტიცია ხორციელდებოდა წელიწადში.

იყო საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული ინვესტიცია საერთაშორისო მედიაში გაცხადებული არ იყო. სამწუხარო ინფორმაციაა ეს მათთვის, ძალიან მარტივად, რომ ვთქვათ, როდესაც კომპანიის ხელმძღვანელი პირი საუბრობს საქართველოში ინვესტირებაზე მეტი ვის უნდა დაუჯერონ? მეტი ვისზე უნდა ვისაუბროთ, რომ ამ ყველაფრის შესახებ განაცხადოს. მათ კრიტიკის ერთი ნაწილი არ ჰქონდათ დასრულებული, რომ დაიწყო მეორე ნაწილი, ვგულისხმობ საერთაშორისო გამოცემებს „ფორბს“, „ბლუმბერგს“ და ასევე ფართო მედიაში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია აღნიშნულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. 

კიდევ ერთხელ ეს არის გადამდები ნაბიჯი იმ ნაწილში, რომ ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, რაც ადგილზე რეინვესტირების ნაწილში რაც ასევე მნიშვნელოვანია და ისე საერთაშორისო ინვესტიციების მიმართულებით. რაც მთავარია კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობდა საქართველოს ეკონომიკის და მთავრობის იზოლაციას და ჩვენ ვნახეთ არაერთი მცდელობა „ანონიმკებით“ კონგრესში გაგზავნილი, ეს ნაწილი დასრულებულია და როდესაც ასეთი ჯგუფი შემოდის საქართველოში ცხადია კიდევ ერთხელ მეტყველებს ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკის სანდოობაზე. 6 მლრდ-ს არ ხარჯავენ ქვეყანაში, სადაც არასტაბილურობის ეშინიათ, სადაც მთავრობის არ სჯერათ და სადაც რეფორმების არ სჯერათ. 6 მლრდ-ს ხარჯავენ ქვეყანაში, სადაც სტაბილურობის სჯერათ, სადაც სჯერათ ეკონომიკური განვითარების და სჯერათ მთავრობის და სჯერათ კორუფციისგან თავისუფალი მთავრობის. დიახ, ასეთი ქვეყანაა საქართველო და ასეთ ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო EMAAR ჯგუფმა“, - განაცხადა აბაშიშვილმა. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები