დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენს საწარმოში ევროპული ნორმების სრული დაცვით მზადდება ყველა პროდუქტი - „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი

ჩვენს საწარმოში ევროპული ნორმების სრული დაცვით მზადდება ყველა პროდუქტი - „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი

31-01-2025 12:00:00

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კომპანია „ელპლუსი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 20 წელია ოპერირებს ახალი საწარმოს მშენებლობას და გაფართოების პარალელურად ექსპორტზე გასვლას გეგმავს. „ელპლუსი“ საქართველოში პირველი კომპანიაა, რომელმაც ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების პროდუქციის წარმოება დაიწყო. როგორც Business Insider Georgia-სთან „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ვაკო საღირაშვილი აცხადებს, კომპანიის წარმოება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რადგანაც თბილისის მიმდებარედ, ახალი საწარმო გაიხსნება და შედეგად კომპანიის წარმადობა მნიშვნელოვანდ გაიზრდება.

ცნობილია, რომ „ელპლუსის“ მიერ ჯერ კიდეც 2021 წელს საქართველოში აშენდა პირველი ქარხანა, სადაც ქართული სახანძრო ინვენტარი იწარმოება.

„აღნიშნულ საწარმოში,  ევროპული ნორმების სრული დაცვით, მზადდება ცეცხლმაქრები, ცეცხლგამძლე კარი, რკინის კარი, სასაწყობე სტელაჟები და სხვა საჭირო პროდუქცია. თუმცა რამდენიმე თვეში კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელებას დავიწყებთ. დასავლური სტანდარტების გათვალისწინებით აშენდება საწარმო, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე საწარმოო ხაზებით - აღნიშნავს ვაკო საღირაშვილი.

„ელპლუსი" ახალი საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტირებას აპირებს. პროექტის განხორციელება 2025 წლის მესამე კვარტლის ბოლოს დაიწყება, ხოლო საწარმო ექაპლუატაციაში უკვე 2026 წლიდან გაეშვება.

საწარმოს მთავარი ამოცანაა შექმნას მრავალფეროვანი პროდუქცია და მნიშვნელოვნად გაზარდოს წარმადობა, რაც თავის მხრივ, პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანის შესაძლებლობას გაზრდის. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროდუქციის ექსპორტირება ქართული ნაწარმის ცნობადობის ამაღლებას ხელს შეუწყობს. საწარმოში განთავსებული აღჭურვილობა დანადგარები უპასუხებს ყველა იმ თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს, რაც აღიარებულია მსოფლიოში.

პროექტის ფარგლებში, 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება, რომელიც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

აღსანიშნავია, რომ „ელპლუსი" აქტიურად მუშაობს დეველოპმენტის, წარმოების, ჰოსფითალითის, ენერგეტიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით. კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი სახელმწიფო, თუ სტრატეგიული პროექტი ქვეყნის მასშტაბით.

შიდა ბაზარზე წარმატებული ოპერირების შემდეგ „ელპლუსი“ ექსპორტის დაწყებასაც განიხილავს და საწყის ეტაპზე პროექტების განხორციელებას ამიერკავკასიაში  აპირებს. ამ შემთხვევაში საუბარია არამხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ექსპორტზე, ასევე მომსახურების ექსპორტზეც.

საქართველოში „ელპლუსი" 10-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდების ავტორიზებული წარმომადგენელია. „ელპლუსი“ აქტიურად თანამშრომლობს ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა Bosch, Inim Electronics, Securiton, Bristol, Viking, Treemec და სხვა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები