მოგზაურობის დროს ინტერნეტთან წვდომა ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, Roamingo სწრაფ, ხელმისაწვდომ და მარტივ სამოგზაურო ინტერნეტს გთავაზობთ, რომელიც არსებულ საჭიროებებს ზუსტად პასუხობს. ამასთან, მისი გააქტიურება უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი.
თუმცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლამდე უკვე შესაძლებელია Roamingo-ს უფასო ინტერნეტის მოპოვება, თუ კი აეროპორტამდე Georgian Bus-ით იმგზავრებთ. როგორც Business Insider Georgia-სთან Roamingo-ს მარკეტინგის მენეჯერმა თათია გოგიშვილმა განაცხადა, Roamingo-ს და Georgian Bus-ის შეთავაზება მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.
გოგიშვილის თქმით, თუ კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Bus-ის ავტობუსით მიემგზავრები, მაშინ ბილეთის შეძენისას, საჩუქრად იღებ ევროპის 500MB სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტს, რომელიც შეგიძლია ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთსა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენო.
500MB სამოგზაურო ინტერნეტი საშუალებას გაძლევს: სქროლო სოციალური ქსელები რამდენიმე საათის განმავლობაში, ატვირთო 50-დან 100-მდე ფოტო სოციალურ ქსელებში.
გარდა ამისა Roamingo-ს სამოგზაურო ინტერნეტის შეძენა და ჩართვა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საკმაოდ მარტივია. Roamingo-ს eSIM-ის გააქტიურება საკმაოდ მარტივად ხდება და ზუსტად ერთ წუთში უკვე Roamingo-ს მომხმარებელი ხდები.
ამისათვის კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ქართული სტარტაპის Roamingo-ს სტენდი განთავსდა, რომელიც უცხოეთში მიმავალ მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს.
Roamingo არის პირველი ქართული კომპანია, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, რომელიც საერთაშორისო კომპანიებთან ერთად მგზავრებს მობილურ ინტერნეტ სერვისს სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM-ბარათს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ქვეყანა და შეიძინოს გიგაბაიტები გაცილებით დაბალ ფასად და სასურველი ვადით.
ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.
უახლესი
3 საათის წინ
2024 წელს Tesla-ს მოგება 23%-ით შემცირდა